
სომხეთი მინსკის ჯგუფის დაშლის საკითხზე ეუთოს მიმართვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ არაერთი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
„სომხეთის რესპუბლიკა განიხილავს ეუთოს მიმართვის შესაძლებლობას. 2024 წლის 19 დეკემბერს, „არმენპრესთან“ ინტერვიუში, უპასუხა რა კითხვას, თუ როგორია სომხეთის პოზიცია მინსკის ჯგუფის დაშლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა: (ციტატა) “კონსტრუქციული. ჩვენ გვესმის პოზიცია, რომ თუ კონფლიქტი არ არის, რას ნიშნავს კონფლიქტის მოგვარების ფორმატი. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა დავრწმუნდეთ, რომ აზერბაიჯანი საკითხს იგივე ლოგიკით უდგება, და მისი ვთქვათ, მაგალითად ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ დისკურსის განვითარებით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარება რეალური არ არის “ (ციტატის დასასრული).
2025 წლის 8 იანვარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასავლეთ აზერბაიჯანი არ არის და არ შეიძლება იყოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უარი უნდა თქვას განცხადებაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობის დამყარებას.
„სომხეთის რესპუბლიკა ცალსახად და უდაოდ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის კიდევ ერთხელ დაადასტუროს იგი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით, ასევე ზემოთ აღნიშნულ ნოტაში ნახსენები ყველა სხვა ინიციატივისა და ნაბიჯის განხორციელებით. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანიც ცალსახად და უდაოდ აღიარებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.







