ეკონომიკა

2024 წელს  სომხეთიდან ექსპორტი 74 პროცენტით გაიზარდა  –  ეკონომიკის მინისტრი

2024 წელში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი პირველი 11 თვის განმავლობაში 7,4 პროცენტი იყო. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა პრესკონფერენციაზე გასული წლის შედეგების შეჯამებისას თქვა.

მისი თქმით, ამ პერიოდში ექსპორტი გაიზარდა 74 პროცენტით, იმპორტი 41,5 პროცენტით, მრეწველობა 74 პროცენტით (გადამამუშავებელი მრეწველობა 10,8 პროცენტით), მომსახურების სექტორი 6,3 პროცენტით.

მინისტრმა დასძინა, რომ სოფლის მეურნეობაში 2024 წლისთვის იანვარ-სექტემბერში ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო მშენებლობაში – 14,9.

“მშენებლობის სექტორი გახდა ზრდის ძრავა, რასაც მიჰყვება მრეწველობაც”, – ხაზგასმით აღნიშნა პაპოიანმა.

მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ახლოსაა COVID-2019-მდე არსებულ მონაცემების   დონესთან.

ნახეთ მეტი
Back to top button