მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი დეტალურად შეისწავლის სრ-ის წევრობის შესაძლო განაცხადს. კოსი

ევროკავშირი დეტალურად შეისწავლის სომხეთის წევრობის შესაძლო განაცხადს, განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას.

„ჩვენ ასევე გვესმის, რომ არის პოზიტიური მოძრაობები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს არის არჩევანი და ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველა განაცხადი და იგივეს გავაკეთებთ სომხეთის შემთხვევაშიც. თუმცა, ეს არჩევანი, თუ სომხეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, დაკავშირებულია ვალდებულებებთან. და დარწმუნებული ვარ,  როგორც ჩემს გეგმაშია, ვესტუმრები სომხეთს წლის პირველ ნახევარში, რათა ადგილზე ვნახო, რა უნდა გავაკეთოთ წინასწარ ან რაზე გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა მან.

გასულ კვირას მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ და განსახილველად გადაუგზავნა პარლამენტს.

„ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან უნდა განვიხილოთ ის საგზაო რუკა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რაც ჩვენ წარმოგვიდგენია და ერთად უნდა შევიმუშაოთ საგზაო რუკა. ჩემი აზრით, საგზაო რუქის შექმნაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე სომხეთის რესპუბლიკას, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში, სხვა ქმედება არ აქვს. და რატომ ვამბობ ამას, იმისთვის, რომ სწორად ჩამოვაყალიბო საზოგადოების მოლოდინები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გამოხატა მხარდაჭერა პროექტის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button