ჰაი დატის კომიტეტის მიერ ინიცირებულ იქნა აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის სატვირთო თვითმფრინავების Boeing გაყიდვის დაფინანსების დაბლოკვა

ჰაი დატის კომიტეტმა დაიწყო პანკოლონიალური კამპანია და მოუწოდებს აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკს (EXIM) უარი თქვას აზერბაიჯანის Silk Way Airlines-ისთვის 100 მილიონი დოლარის ფინანსურ გარანტიაზე სატვირთო თვითმფრინავების Boeing შესაძენად.
„კომიეტის შეფასებით, ეს დაფინანსება ალიევის რეჟიმს საშუალებას მისცემს შეიძინოს ორმაგი დანიშნულების თვითმფრინავი, რაც ხელს შეუწყობს იარაღის უკანონო მიწოდებას აზერბაიჯანისთვის. ქვეყნისთვის, რომელიც ფართოდ დაგმეს არცახის სომეხი მოსახლეობის მიმართ მისი გენოციდური პოლიტიკის და მისი მუდმივი აგრესიის გამო სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
2025 წლის 10 იანვარს EXIM Bank-მა გამოაცხადა, რომ მიიღო ბოინგის შეთავაზება 100 მილიონ დოლარზე მეტი სესხის საბოლოო ვალდებულებისთვის. ამ შეტავაზებისთვის კომენტარების გაკეთება შეიძლება 7 თებერვლამდე, რის შემდეგაც EXIM-ის დირექტორთა საბჭო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს თხოვნას“, – ნათქვამია „არმენპრესის“ ჰოიდას ბიუროს ცენტრალური ოფისის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
ჰაი დატის კომიტეტის ელექტრონული პლატფორმა www.anca.org/exim არის შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ ამ გარიგების წინააღმდეგ.
ჰაი დატის კომიტეტის თქმით, აზერბაიჯანისთვის ასეთი თვითმფრინავების მიწოდება არღვევს ამერიკის კანონმდებლობას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს, ძირს უთხრის რეგიონულ სამშვიდობო ძალისხმევას და აძლევს აზერბაიჯანს დამატებით სამხედრო უპირატესობას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ Silk Way Airlines, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ალიევის რეჟიმთან, ჩართული იყო მრავალ საერთაშორისო გამოძიებაში, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის მიერ, მთიან ყარაბაღში გამოყენებული უკანონო იარაღის ტრანსპორტირებისთვის. Freedom House-ისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული ეს ქმედებები ადასტურებს აზერბაიჯანის განზრახვას სისტემატურად წაშალოს სომხური მემკვიდრეობა და რეგიონში ყოფნა.







