
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი რეგიონში ესკალაციის საფუძველს ვერ ხედავს. ამის შესახებ პაპიკიანმა 2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის აგრესიულ განცხადებებზე.
რიტორიკა არის რიტორიკა, მაგრამ ნებისმიერ აგრესიას საფუძველი სჭირდება და მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვერ ვხედავ, რომ არსებობს რეგიონის ესკალაციის საფუძველი, რადგან სომხეთს აქვს წინადადებები და გადაწყვეტილებები დიალოგის გზით, ჩვენი წინადადებების განხილვით, მათ შორის, საჭიროებისამებრ, უფრო საჯაროდ, ჩვენ შევძლებთ ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მიდგომები და წარმოდგენები რეგიონში მშვიდობის მიღწევის შესახებ“, – აღნიშნა პაპიკიანმა.
უპასუხა რა კითხვას, თუ რამდენად შეუძლია სომხეთ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ წინა დღეს ხელმოწერილ დოკუმენტს იყოს სომხეთის საზღვრების უსაფრთხოების გარანტი, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იქნას ბალანსირებული პოლიტიკით და ტვირთის მხოლოდ შეიარაღებული ძალებზე ან ერთ პარტნიორზე დაკისრება არ არის გამოსავალი.







