პოლიტიკა

სომხეთ-აშშ სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სტაბილურობასა და მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში  – სალომე ზურაბიშვილი

როგორც „ARMENPREESS“ -ი აქვეყნებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სომხეთსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას. ამის შესახებ ზურაბიშვილის მიერ მიკრობლოგ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი. სომხეთი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიული ნაბიჯია „ეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და სომხეთს შორის არის ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს რეგიონს, ასევე მის სტაბილურობასა და მშვიდობას.

 „საქართველო ასევე აღადგენს თავის სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, როდესაც ახალი არჩევნები უზრუნველყოფს ხალხის ნების განხორციელებას“, – ნათქვამია ზურაბიშვილის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button