ბაქოს ციხეში რუბენ ვარდანიანს წყალი და ტუალეტის ქაღალდი ჩამოართვეს – BBC

აზერბაიჯანის მიერ გატაცებული და ბაქოს ციხეში უკანონოდ მოთავსებული არცახის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი 2024 წლის აპრილში შიმშილობდა. ამის სასჯელად, მისი ადვოკატების თქმით, ის იზოლატორში გადაიყვანეს, წერს BBC-ის რუსულენოვანი სამსახური.
„საკანში შუქი 24 საათის განმავლობაში იყო ჩართული, რამაც გამოიწვია უძილობა და დაღლილობა“, – ნათქვამია ამერიკელი ადვოკატის ჯარედ გენსერის განცხადებაში, რომელიც ვარდანიანის ოჯახმა დაიქირავა (აზერბაიჯანის ხელისუფლებას არასოდეს მისცა უფლება, ენახა თავისი კლიენტი). – გარდა ამისა, რუბენი აიძულეს დიდხანს ფეხზე მდგარიყო და ორ სრულ დღეზე მეტი წყალი არ მისცეს. მეტიც, მას ჩამოერთვა საცვლების და ტანსაცმლის გარეცხვის და გამოცვლის შესაძლებლობა, არ მისცეს ტუალეტის ქაღალდი, არ აძლევდნენ წერა-კითხვის უფლებას, ჩამოართვეს თეთრეული და აიძულეს დაეძინა ჭუჭყიან ლეიბზე“. შიმშილობა 20 დღე გაგრძელდა.
ვარდანიანის ვაჟი დავითი ამბობს, რომ მამამისი წერს და აგზავნის წერილებს, მაგრამ წერილებს არასოდეს აწვდიან. მისი თქმით, ოჯახი ხანდახან ახერხებს მასთან ტელეფონით საუბარს ან წერილების გაგზავნას საერთაშორისო წითელი ჯვრის მეშვეობით. ექიმებს „გარედან“ ეკრძალებათ ვარდანიან უფროსის ნახვა, გამონაკლისი იყო ერთი შემთხვევა, როცა მან შიმშილობა დაასრულა.







