ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს

ბანკი  2025 და 2026 წლებში სომხეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მაჩვენებელი 5,5% იყო. ამასთან, მსოფლიო ბანკი ელოდება, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 5%-ს, ხოლო 2026 წელს 4,6%-ს მიაღწევს.

მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 2025 წელს 3,9%-მდე და 2026 წელს 3,4%-მდე. აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების შემცირებაა მოსალოდნელი.

სომხეთსა და საქართველოში ზრდა სავარაუდოდ მიუახლოვდება პოტენციალურ ტემპს, როდესაც ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ტურისტების შემოდინება და რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო  2024 წლის ზრდას.

ნახეთ მეტი
Back to top button