
წელს 20-24 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 350-ზე მეტი პრემიერ-მინისტრი, მათ შორის 60 ქვეყნის ლიდერი, დაესწრება. შვეიცარიაში ასევე გაემგზავრებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი. ექსპერტთა ნაწილი კონფერენციის ფარგლებში მათ არაფორმალურ შეხვედრას სავარაუდოდ მიიჩნევს. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. ეკონომისტები კი კონფერენციას ეკონომიკური საკითხების გარკვევის თვალსაზრისით აფასებენ.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ტარდება ჰალსტუხების და ჟურნალისტების დასწრების გარეშე, მშვიდ ატმოსფეროში, შეიძლება სასარგებლო იყოს სომხეთისთვის, თუ მივიღებთ მონაწილეობას მკაფიო დღის წესრიგით, დარწმუნებულია ეკონომისტი თათულ მანასერიანი. იგი დარწმუნებულია, რომ ეს შეიძლება იყოს კარგი პლატფორმა სომხეთის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ხაზს უსვამს სომხეთის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების გარკვევას ევროკავშირისკენ სვლის კონტექსტში.
„ჩვენ გვაქვს დღის წესრიგის ორი საკითხი. მათგან ყველაზე მთავარი, რაზეც სომხეთის ხელისუფლება ღიად საუბრობს, არის ევროკავშირში წევრობის საკითხი. ახლა, თუ ასეთი ამოცანა დაისვა, მაშინ ჯერ უნდა გავიგოთ, რა შეგვიძლია მივცეთ ევროკავშირს. ბუნებრივია, ევროპის გულში მიმდინარე დისკუსიების დროს საჭიროა უფრო მეტად დაზუსტდეს, რამდენად საინტერესოა სომხეთი ევროკავშირისთვის, არა მხოლოდ მისი ამჟამინდელი სამხედრო-პოლიტიკური პრობლემებით, არამედ მრავალი გადაუჭრელი ეკონომიკური საკითხებით და ამ შემთხვევაში რა გზა უნდა გაიაროს. სხვა საკითხი, რომელსაც სომხეთის მთავრობაც აყენებს, არის ეკონომიკური კავშირების მრავალფეროვნებაა, რომელიც ჩვენ დივერსიფიკაციად გამოვაცხადეთ. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, რის ხარჯზე, რა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყონ და კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან შეიძლება დაწყება?”
20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმში ასევე მონაწილეობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი. საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას დავოსისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციებში.
კონფერენციას დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები. კონფერენციას ვიდეო ბმულით შეუერთდება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. სულ მოწვეულია 3000 მონაწილე 130-ზე მეტი ქვეყნიდან.
პოლიტოლოგი ჰრანტ მიქაელიანი თვლის, რომ ბოლო წლებში დავოსის კონფერენცია აღარ არის ეკონომიკური საკითხების გადაჭრის პლატფორმა, ის უფრო მეტად პოლიტიკური საკითხების გაასაჭრელადაა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ შვეიცარიაში სავარაუდოდ გაიმართება ფაშინიან-ალიევის შეხვედრა.
,,იქ უფრო მეტად ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები იკრიბებიან, ვიდრე ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობენ. ასე რომ, შესაძლოა, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა იქ რაიმე ფორმატში, რაღაც შუამავლობით, ვთქვათ, ბრიუსელის ხელმძღვანელობით მოხდეს. მაგრამ არა მგონია, ამ შეხვედრიდან რაიმე ახალი გამოვიდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სექტემბრის მოლაპარაკებები ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ბლინკენმა მოაწყო, ჩავარდა. დღის წესრიგი მას შემდეგ არ შეცვლილა, არ მგონია სერიოზული დიპლომატიური პროგრესის მოლოდინი ამ ეტაპზე“.
სანამ დავოსის კონფერენციის ფარგლებში ფაშინიან-ალიევის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაჩნდება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაირამოვი ჩქარობს განაცხადოს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ის აღნიშნავს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ორ მუხლზე საბოლოო შეთანხმება არ არის მიღწეული და მიზეზად ისევ სომხეთის კონსტიტუციაზე ამახვილებს ყურადღებას.
პოლიტოლოგი ჰრანტ მიქაელიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს.
„თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ქვეყნისთვის პირობები გაუარესდება, მაგრამ ჩვენ გვექნება ფურცელი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ დადებით შედეგს, ამიტომ, ზოგადად, მოლაპარაკებები და შეხვედრა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. მინდა, სიტუაცია სწორად გავიგოთ: შეთანხმება არასოდეს იქნება, რამდენი პირობაც არ უნდა შესრულდეს სომხური მხარის მიერ, რადგან აზერბაიჯანი ყოველთვის ივარაუდებს, რომ სომხური მხარე სხვა დათმობებზეც წავა. ასე რომ, სანამ სტრატეგიული მიდგომა არ შეიცვლება, ეს მდგომარეობა გაგრძელდება“.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1971 წლიდან ატარებს ყოველწლიურ შეხვედრებს ბიზნესის წამყვან წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან და ექსპერტებთან სხვადასხვა სფეროდან. წელს ის იმართება სლოგანით „თანამშრომლობა ინტელექტუალური ეპოქისთვის”.







