სომხური ღვინო კარასი შეტანილია Forbes-ის უმაღლესი ხარისხის ღვინოების სიაში

„აღმოსავლეთ ევროპა ღვინის ნამდვილ ბუმს განიცდის და სომხური ღვინო ამის ნათელი მაგალითია“, – წერს ჯონ მარიანი Forbes-ის სტატიაში ,,მაღალი ხარისხის ღვინოები მოკრძალებულ ფასად“. მისი პირველი არჩეული ღვინის ქარხანა არის ,,კარასი“, რომელიც ეკუთვნის ერნეკიანთა ოჯახს, რომელიც აქტიურად ავითარებს ძირძველი არენის ვაზის ჯიშის ღვინოების წარმოებას.
კარასის ღვინის ქარხანა მდებარეობს არმავირის რეგიონში, მდიდარ ვულკანურ ნიადაგზე, რომელიც იდეალურია მევენახეობისთვის. მარიანი აღნიშნავს, რომ შენარცუნებულია ღვინის ქარხნის ნარჩენები, რომელიც თარიღდება ჩ.წთ აღ. 4000 წლით. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს.
Karas 2022, რომლის ღირებულება 18,50 დოლარია, დამზადებულია 60% არენისგან და 40% სირენისგან, ავტორის თქმით, ეს არის მუქი შეფერილობის მდიდარი, ღრმა ღვინო, რომელიც, მიუხედავად გემოსა და ტექსტურის სიმდიდრისა, აოცებს თავისი დაბალანსებული მჟავიანობით. ის კარგად უხდება კერძებს, როგორიცაა ცხვრის ან თხის ხორცი. ჯონ მარიანმა მაღალი შეფასება მისცა კარასს, ხაზი გაუსვა მის უნიკალურობასა და ხარისხს, რაც ამ ღვინოს მსოფლიოს ღვინის მცოდნეების ყურადღების ღირსად აქცევს.







