2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, სომხეთიდან ექსპორტი ევროკავშირის 14 ქვეყანაში გაიზარდა

სომხეთიდან ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის 14 ქვეყანაში და შემცირდა 13 ქვეყანაში. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა.
გაიზარდა ექსპორტი საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პორტუგალიაში, სლოვაკეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მალტასა და სლოვენიაში.
შემცირდა ექსპორტი ბულგარეთში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, ლუქსემბურგში, კვიპროსში, საბერძნეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და ფინეთში“, – წერს მინისტრი.
2024 წელს სომხეთიდან ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში, ინდოეთში, იაპონიაში, ჩინეთში, ირანში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, შვეიცარიაში, სერბეთში, საქართველოში, ერაყში, ტაილანდში, უზბეკეთსა და ბელორუსში.
შემცირდა: ყაზახეთში, უკრაინაში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში, ყირგიზეთში, მალაიზიაში, ყატარში.







