სომხეთში სახალხო გვარდიას ადგილობრივი თავდაცვის ძალები ჩაანაცვლებენ

სომხეთში იგეგმება სახალხო გვარდიის ადგილობრივი თავდაცვის ძალებით ჩანაცვლება. „არმენპრესის“ ინფორმაციით, „თავდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტი და თანდართული დოკუმენტები პარლამენტის დეპუტატმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა წარადგინა.
„იგეგმება ამჟამინდელი სახალხო გვარდიის სისტემის შეცვლა ადგილობრივი თავდაცვის ძალებით. მიმდინარეობს მათი ამოცანების, როლის, ხელმძღვანელობის პრინციპების, ამ ქვედანაყოფების რეკრუტირების პროცედურების განსაზღვრა. თავდაცვის ძალების ხელმძღვანეობას განახორციელებს არმიის კორპუსის მეთაური და ისინი მიერთებულნი იქნებიან სამხედრო გაერთიანების დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი სამხედრო ნაწილების შემასგელობაში, როგორც დამხმარე ქვედანაყოფები”, – განაცხადა სარგსიანმა.







