პოლიტიკა

ჩვენ არ ვეხვეწებით მშვიდობას,  არამედ ვთავაზობთ ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას –  არმენ გრიგორიანი

სომხეთის მთავრობა არ იხვეწნება მშვიდობას, მაგრამ აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დღის წესრიგში მყოფი ყველა საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას სთავაზობს, ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა  სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს  მდივანმა არმენ გრიგორიანმა.ცნობას „ARMENPRESS“-ი  აქვეყნებს.  

 „სომხეთმა შესთავაზა გადაწყვეტილებები დღის წესრიგში მყოფი ყველა საკითხის აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ერთ-ერთი მაგალითია რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის თემა და სომხეთმა წამოაყენა პროექტი  „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რაც ჩვენი ხედვაა რეგიონის განბლოკვის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ ყველა საკითხის გადაწყვეტას: სამშვიდობო ხელშეკრულებას, დემარკაციას და სხვა საკითხებს. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. “მშვიდობის დღის წესრიგი კვლავ რჩება ჩვენთვის პრიორიტეტად”, – დასძინა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button