დროა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანი პასუხისგებაში მისცეს. ადამ შიფი

დროა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „აზერბაიჯანის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისროს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა ადამ შიფმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანში „სომეხი პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესი დახურულ სხდომაზე იმართება“.
„არ არის სათანადო სამართლებრივი პროცესი. მედია არ არის დაშვებული“, – წერს ის ფეისბუქზე.
17 იანვრიდან აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სასამართლო განხილვები იმართება.
ბრალდებულებს შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთიუნიანი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, თავდაცვის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მნაცაკანიანი, თავდაცვის არმიის მეთაურის ყოფილი მოადგილე დავით მანუკიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით იშხანიანი.
ბაქომ სერიოზული ბრალდებები წაუყენა არცახის ყოფილ ოფიციალურ პირებს, ტერორიზმიდან დაწყებული არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნამდე.
სასამართლო პროცესის წინა დღეს არცახის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა ბაქოს ციხეში ზეწოლაზე ისაუბრა: დაკითხვის ოქმები ყალბი იყო, ის აიძულეს ხელი მოეწერა მათზე.







