
სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტს.
Armenpress-ის ინფორმაციით, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში შევა 11-14 თებერვლის სხდომების დროს.
განხილვაში დამსწრე „სომხეთის“ ფრაქციის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.







