პოლიტიკა

ბაქო შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლების მოძრაობით

როგორც FACTOR.AM წერს, ოფიციალურმა  ბაქომ  კვლავ უკმაყოფილება გამოთქვა  სომხეთში დისლოცირებული ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მისამართით. აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნდა აზერბაიჯანის  სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული კადრები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აკვირდებიან ისინი სომხეთში ევროკავშირის მისიას. სხვათა შორის, აზერბაიჯანული მედია სამოქალაქო დამკვირვებლებს „ჯაშუშებს“ უწოდებს. აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიამ კოვსაკანის (ზანგილანის) რეგიონის მიმართულებით საქმიანობა გაააქტიურა. კადრებში ჩანს, რომ ევროკავშირის მისიის კოლონა კაპანის აეროპორტიდან აზერბაიჯანის საზღვართან პატრულირებით მოძრაობს. დავამატოთ, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა ევროკავშირის დამკვირვებლების მონიტორინგის კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში აზერბაიჯანის ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ დაემუქრა ევროკავშირის დამკვირვებლებს.

https://t.me/factoram/56029

ნახეთ მეტი
Back to top button