პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არუსიაკ ჯულჰაკიანი აირჩიეს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატი არუსიაკ ჯულჰაკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ არუსიაკ ჯულჰაკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. „მე ამირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. ცოტა ხნის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჩემი კანდიდატურა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. მადლობელი ვარ ევროსაბჭოში სომხეთის დელეგაციისა ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის“, – წერს ჯულჰაკიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button