პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს 30 იანვარს ეწვევა.
ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან, რასაც მოჰყვება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.







