ფინეთის პარლამენტის სპიკერი – სომხეთი უნდა განთავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან, რათა ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში

ფინეთის პარლამენტის, ედუსკუნტას თავმჯდომარე იუსი ჰალა-აჰო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გაგრძელებას. ამის შეასხებ ჰალა-აჰომ ერევანში „ARMENPRESS“-ისთვის მიცემულ ინტევიუში განაცხადა.
– ბატონო ჰალა-აჰო, პირველ რიგში, რა შეხვედრები და დისკუსიები გქონდათ სომხეთში ვიზიტისას?
– ამ ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა დისკუსია თქვენს პრემიერ-მინისტრთან, თქვენს პრეზიდენტთან და თქვენს დეპუტატებთან ზოგიერთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტზე და ყველა მხარისთვის მისაღები მუდმივი გადაწყვეტის გზებზე. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება მივაქციეთ სომხეთის ევროპულ ამბიციებს: ჩვენ გვინდა გავიგოთ, არის თუ არა სომხეთში პოლიტიკური კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ჩვენს მასპინძლებს პირდაპირ ვუთხარით, რომ ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ სომხეთის ეკონომიკურ, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტეგრაციას ევროკავშირში. თუმცა არის გარკვეული პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც უნდა გადაიჭრას, მაგალითად, სომხეთის წევრობა კუხო-ში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რუსეთის სამხედრო ყოფნა და ა.შ. ამდენად, რამდენად შორს არის ევროკავშირის სურვილი, რომ წავიდეს ინტეგრაციის კუთხით, ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება სურთ და რა სურთ მათ გააკეთონ ევროკავშირისთვის კი არა, თვითონ სომეხი ხალხისთვის. ეს სომხეთს უფრო გამძლეს გახდის, საზოგადოებას კი – უფრო ძლიერს.
– როგორც უკვე იცით, სომხეთში დაიწყო გარკვეული პროცესები ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, როგორ აფასებთ ამ პროცესს და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ამ პროცესში?
– უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა წავახალისოთ სომხები, განახორციელონ ის რეფორმები, რაც მე აღვნიშნე და სომხეთმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ევროპულ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისთვის. მაგრამ ჩვენი დისკუსიის დროს გაირკვა, რომ სომხებს ეს სურთ. ამიტომ, ეს ორი პროცესი – ერთის მხრივ ევროინტეგრაცია და მეორე მხრივ რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა – პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ფინეთი ასევე იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი და ცივი ომის დროს ჩვენ იძულებულნი გავხდით დაბალანსებული ვყოფილიყავით, დასავლეთთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით და ამავე დროს და არ გამოგვეწვია ჩვენი დიდი აღმოსავლელი მეზობლების პროვოცირება.
– თქვენ ახსენეთ კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რას უნდა ველოდოთ სამშვიდობო პროცესისგან? არის სასაზღვრო საკითხები, სომეხი ტყვეები ფაკავებულნი არიან აზერბაიჯანში. როგორ შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი შეუწყოს სომეხი ტყვეების დაბრუნებას?
– ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს მონიტორინგის მისია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ეს მნიშვნელოვანია დაძაბულობის შესამსუბუქებლად და საზღვარზე მცირე მასშტაბის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი გადაწყვეტა სომხეთსა და მის ყველა რეგიონულ მეზობელს შორის და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ორმხრივ მოლაპარაკებებში.







