პოლიტიკა

ევროკავშირის მისიამ დაამტკიცა, რომ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია  –  სომხეთი მიესალმება მანდატის გახანგრძლივებას

სომხეთი მიესალმება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებას. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თავის მიკრობლოგში წერს.

„სომხეთი მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის კიდევ ორი ​​წლით გახანგრძლივების შესახებ. მისიამ  დაამტკიცა, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენი,“ – წერს ის.

როგორც ის აღნიშნავს, სომხეთი დიდად აფასებს ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერას და მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც სომხეთში  2027 წლის 19 თებერვლამდე დაჰყოფს.

 29 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების ვადის ორი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში პირველად  2023 წელს განლაგდა. მისია მონიტორინგს უწევს და მოხსენებას წარადგენს  ადგილზე უსაფრთხოების ვითარების შესახებ, მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს სომხეთის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანების უსაფრთხოებაში და ადგილზე ნდობის ატმოსფეროს შექმნაში.

ნახეთ მეტი
Back to top button