მთავარიპოლიტიკა

ვაშინგტონში ვიზიტის დროს ფაშინიან-ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა არ არის დაგეგმილი. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თებერვლის დასაწყისში იგი დაესწრება მე-5 ყოველწლიურ საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამიტს, ასევე „ნაციონალურ სალოცავ საუზმეს“ და გამოვა სიტყვით.

 „არ არის დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან. ჩვენს პროგრამაში ამ დროისთვის ასეთი პუნქტი არ გვაქვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. „ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან და მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა წავიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

 მან აღნიშნა, რომ არის მოწვევები სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მათში  მონაწილეობის შესაძლებლობა ამჟამად განიხილება.

ნახეთ მეტი
Back to top button