საზოგადოება

სომხეთში სამსახურებრივი მანქანების  გამოყენება შემცირდება

სომხეთის სახელმწიფო ორგანოებიდან 423 სამსახურეობრივი მანქანა უკან იქნება დაბრუნებული.  „არმენპრესის“ ინფორმაციით, ისინი გადაეცემა სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს და უმრავლესობა აუქციონზე გაიყიდება.

ავტომობილების რაოდენობა შემცირდება 52 სახელმწიფო დაწსებულებებში, რომლიდანაც უმეტესობა აუქციონზე გაიყიდება. საჭიროების შემთხვევაში, ახალი მანქანები ჩაანაცვლებს ძველ მანქანებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სომხეთში სამსახურებრივი მანქანების ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდება.

„ვვარაუდობ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არასოდეს ყოფილა ასე ცოტა სამსახურებრივი მანქანა, რაც მნიშვნელოვანია ორი მოსაზრებით. პირველი    ჩვენ ვუბიძგებთ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს,უფრო მეტ კომუნიკაციაში იყვნენ ხალხთან და მეორეც,  ვცდილობთ ბიუჯეტის ხარჯვა უფრო ეფექტური გავხადოთ”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button