პოლიტიკა

ჩვენ ვთავაზობთ, რომ იყოს სარკინიგზო სატვირთო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებიდან ნახჭევანამდე  – ფაშინიანი

ჩვენ აზერბაიჯანს მივმართეთ ძალიან კონკრეტული წინადადებით, ეს არის წინადადება კი არა, საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანსაც განბლოკვის თემაზე რეგიონში არსებული საკომუნიკაციო არხების მითითებით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვთავაზობთ, რომ იყოს სარკინიგზო სატვირთო კავშირი დასავლეთ აზერბაიჯანიდან, ანუ აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებიდან ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე – სარკინიგზო ტვირთი და საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ იგივე პრინციპით, ერასხიდან მეღრამდე. ცხადია, სომხეთის ტერიტორიის გავლით, კონკრეტულად მეღრის გავლით“.

„რატომ მეღრის გავლით, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მეორე რკინიგზა ტავუშის რეგიონში, ჰაღარწინის მონაკვეთზე, იმდენად ძლიერად დაზიანდა მეწყრის შედეგად, რომ რკინიგზის აღდგენა იქ დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და ძალიან რთული პრობლემაა“, – განაცხადა მან. ფაშინიანის თქმით, წინადადების მნიშვნელოვანი ნიუანსი არის ის, რომ ატმოსფეროსა და ურთიერთობებში დაძაბულობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ტვირთების გადაზიდვა დაიწყება გარკვეული დროით, შემდეგ კი, როცა ატმოსფერო უფრო შესაფერისი იქნება, სამგზავრო ტრანსპორტზეც დაფიქრდებიან

ნახეთ მეტი
Back to top button