
შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნარეკ მკრტჩიანი საუდის არაბეთში შეხვდა Gulf Development Fund-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს პრინც აბდულაზიზ ბინ ტალალს, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებული სტრატეგიული პრიორიტეტები.
როგორც სრ სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ვალდებულება სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ აუცილებელი ნაბიჯები გლობალური განვითარების ტენდენციების შესაბამისად.
შეხვედრისას საუბარი ჩამოვარდა 2024წ ნოემბერში სომხეთში გამართულ კონფერენციაზე „გზა სოციალური სამართლიანობისაკენ. ღირსეული სამუშაო“, რომლის ფარგლებშიც პრინცი აბდულაზიზი ეწვია სომხეთს და ურთიერთთანამშრომლობის სფეროების შესასწავლად შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას.
პრინცმა აბდულაზიზმა მინისტრს აცნობა, რომ მისი ფონდის სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება სომხეთში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას და გაძლიერებას გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური განვითარებისთვის.
ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო, შესაძლებლობების განვითარების, შრომის ბაზარზე ორიენტაციის და სხვა პროგრამები სოფლად მცხოვრები ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების, შშმ პირებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.







