
ფრანგულმა ტელეარხმა France2-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მატენადარანის სომხური ხელნაწერების საიდუმლოებები“.
აღწერილობაში ნათქვამია, რომ მატენადარაში 16 ათასზე მეტი უძველესი ხელნაწერი ინახება. „ეს სომხური მეხსიერების სიწმინდეა. „აქ ვლინდება სომხური ხელოვნების ვირტუოზულობა და დიდი სულიერება“, – ნათქვამია ფილმში.
მატენადარანი არის ერევანში 1959 წელს დაარსებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და მუზეუმი. მას ოფიციალურად უწოდებენ მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტს (სომხ. Մեսրոպ Մաշտոցի անվան հին ձեռագրերի ինստիտուտ). იგი ცნობილია, როგორც უძველესი ხელნაწერების ერთ-ერთი უდიდესი საცავი მსოფლიოში. შემონახული ტექსტები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ისტორია, ფილოსოფია, მედიცინა, ხელოვნება და კოსმოგრაფია. მატენადარანში დაცულია ძველი ქართული ხელნაწერებიც.







