პოლიტიკა

შეაჩერა თუ არა USAID-ის პროექტები სომხეთში?

USAID-ის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები სომხეთში ამჟამად არ არის შეჩერებული. ამის შესახებ NEWS.am-ის მოთხოვნის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სომხეთის მისია აცხადებს.  

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა USAID-ს გადახდების შეჩერების ბრძანება გასცა, NEWS.am-მა შეკითხვით მიმართა   USAID-ის მისიას სომხეთში, რათა გაერკვია, შეჩერებულია თუ არა სომხური პროგრამების დაფინანსება.

„სახელმწიფო მდივანმა დაამტკიცა არსებითი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და დაუშვა გამონაკლისი კონკრეტული მიზნებისთვის გაწეული დახმარებისთვის“. „სასიცოცხლო მიზნებისთვის უკვე დაწყებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები უნდა გაგრძელდეს ან განახლდეს“, – ნათქვამია  პასუხში.

USAID-ის მისიამ სომხეთში ასევე აღნიშნა, რომ ისინი იღებენ მოთხოვნებს გამონაკლისების დადგენის შესახებ.

“გამონაკლისების მოთხოვნებს დაუყოვნებლივ ვამუშავებთ. რამდენიმე გადაუდებელი მოთხოვნა დამტკიცდა რამდენიმე საათში”, – ნათქვამია პასუხში.

2023 წელს USAID-მა 72 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია მთელ მსოფლიოში სხვადასხვა პროგრამებს.  არაერთი პროგრამა განხორციელდა და ხორციელდება სომხეთშიც, სააგენტოს დაფინანსებით, მაგალითად, არცახიდან იძულებით დევნილთა მხარდაჭერის მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერა ბრძანებას USAID-ის მეშვეობით უცხოური დახმარების პროგრამების უმეტესობისთვის გადახდების გაყინვის შესახებ 90 დღით და ახალი გრანტების გამოყოფის შეჩერების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button