პოლიტიკა

თურქეთს სურს, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სტატუს კვო დაფიქსირებული იყოს სომხურ-აზერბაიჯანულ შეთანხმებაში  –   თურქოლოგის ანალიზი

სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა დიდად შეუწყო ხელი თურქეთის პოზიციების განმტკიცებას და ამ უკანასკნელმა აიღო დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ტვირთი მეზობელ ქვეყანაში ძალაუფლების გადაცემის პროცესის წარმართვისა და იქ მთავარი როლის აღების კუთხით, რადგან მან უკვე  მნიშვნელოვანი რესურსები  ჰქონდა დაბანდებული.

თუმცა, თურქეთს არ აინტერესებს სამხრეთ კავკასიაშიც იგივე როლი ითამაშოს და უშუალოდ იყოს ჩართული რეგიონულ პროცესებში იმავე ინტენსივობითა და მასშტაბებით.

ეს მოსაზრება “არსენპრესსთან” ინტერვიუში აკადემიკოსმა და თურქოლოგმა რუბენ საფრასტიანმა გამოთქვა, რომელმაც უპასუხა კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს სირიაში მიმდინარე პროცესები სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რამდენად დიდი იქნება თურქეთის ჩართულობა.

„ამჟამად თურქეთის ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის ესკალაცია, სადაც ის იძულებული გახდება  ჩაერიოს მოვლენებში. თუ ამ სტრატეგიულ საკითხს უფრო ფართოდ შევხედავთ, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ცვლილებების მნიშვნელოვანი პერიოდი, რომლის მიზანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შეერთებული შტატების გარკვეულწილად გაყვანა, თურქეთი,  ამერიკულ მხარესთან თავისი ნაბიჯების კოორდინირებით და შესაბამისი მხარდაჭერით, შეეცდება შეავსოს ეს ვაკუუმი.

 „ეს ასევე საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ თურქეთი არ ცდილობს  ზედმეტად აქტიური როლის შესრულებას  სამხრეთ კავკასიაში, რაც სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს“, – განაცხადა საფრასტიანმა.

მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში თურქეთი ერდოღანის მეთაურობით ახორციელებს პოლიტიკას, რომლის სტრატეგიული მიზანია თურქეთი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა მსოფლიოში.

 ერდოღანმა განაცხადა კიდეც, რომ მსოფლიო უფრო დიდია და არ შემოიფარგლება მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრით.

 თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს თავისი ქვეყანა გლობალურ მოთამაშედ აქციოს, მაგრამ სამხრეთ კავკასიას მისთვის ისეთივე მნიშვნელობა არ აქვს, როგორიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა.

„თურქეთი ახლა დაინტერესებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს რეგიონში მისი გაძლიერებული პოზიციების შედეგად მიღებული სტატუს-კვო ასევე დაფიქსირებული იყოს სომხურ-აზერბაიჯანულ შეთანხმებაში და ხელსაყრელი გახდეს აზერბაიჯანისთვის. „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში თურქეთი არ მოინდომებს აქ დაძაბულობის გაზრდას ან ახალ  ომს“, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ იკავებს თურქეთი აზერბაიჯანის ლიდერის მეომარ და ექსპანსიონისტურ რიტორიკას, საფრასტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პერსპექტივათა სხვაობა გაჩნდა.

მისი თქმით, ანკარა გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ამბიციებით ხელმძღვანელობს, თავისთვის გლობალურ გეგმებს ადგენს, აზერბაიჯანის ჰორიზონტი კი გაცილებით მცირე და ვიწროა.

„ბაქოსთვის მნიშვნელოვანია არა სომხეთთან ხელშეკრულების გაფორმება, არამედ მეზობელი ქვეყნიდან ძირითადი დათმობების მოპოვება, ამიტომ ის იყენებს სამხედრო რიტორიკას სომხეთზე ზეწოლისთვის.

თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ რიტორიკის საფუძველი არის სომხეთის წინააღმდეგ რეალური ომის გაჩაღება, რადგან რიტორიკა და რეალობა სხვა რამეა. „მიუხედავად ამ გარემოებისა, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ფხიზლად და მზად ვიყოთ ნებისმიერი ავანტიურის ან აგრესიისთვის“, – განმარტა თურქოლოგმა.

საფრასტიანის თქმით, თურქეთს ამჟამად არ აქვს სურვილი დაუპირისპირდეს რუსეთსა და ირანს სამხრეთ კავკასიაში და კმაყოფილია იმით, რაც ახლა ხელთ აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალში კიდევ უფრო გაამყაროს პოზიციები.

ნახეთ მეტი
Back to top button