საზოგადოება

ორმაგი მოქალაქეები სომხეთში 1 თვის განმავლობაში სხვა ქვეყნის მართვის მოწმობით შეძლებენ დარჩენას. შინაგან საქმეთა სამინისტრო

ეროვნული ასამბლეის წევრმა გარნიკ დანიელიანმა განაცხადა, რომ ჯავახელი სომხები, რომლებსაც სომხეთის რესპუბლიკაში ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ ქართული პასპორტითა და მართვის მოწმობით მოგზაურობენ, მასობრივად ჯარიმდებიან. “არმენპრესის” ინფორმაციით, დეპუტატი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას არაერთი ჯავახელი სომეხი დაუკავშირდა, რამაც საკითხი წამოჭრა.

დეპუტატის თქმით, ბოლო წლებში ბევრმა ჯავახელმა სომეხმა მიიღო ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ სომხეთში ქართული პასპორტითა და მართვის მოწმობით შემოდის.

სრ საპატრულო სამსახური მათ აჯარიმებს ამ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

შსს-ს პრესმდივანმა, ნარეკ სარგსიანმა Armenpress-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ ეს პრობლემა იციან.

„ამჟამად შსს-მ მიმოქცევაში დადო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ორმაგ მოქალაქეს სომხეთის რესპუბლიკაში 1 თვის განმავლობაში სხვა ქვეყნის მართვის მოწმობით მგზავრობის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ნარეკ სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button