პოლიტიკა

ირანი  გაგებით ეკიდება  სომხეთში ევროპელი დამკვირვებლების ყოფნას   მეჰდი სობჰანი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში არ არის სამხედრო ხასიათის.

სომხეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა ირანული მხარე, რომ მისია უბრალოდ მიზნად ისახავს სტაბილურობის შენარჩუნებას და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის თავიდან აცილებას, რაც გასაგებია ირანული მხარისთვის.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკაში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანმა განაცხადა, სომხეთის რესპუბლიკაში ევროპის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების ფაქტზე.

„ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის მთავრობის პოზიციას მისი პოლიტიკის დივერსიფიკაციის შესახებ.

 სომხეთის ხელისუფლებამ გვაცნობა, რომ სომხეთის ურთიერთობამ ევროკავშირთან და ევროპის რიგ ქვეყნებთან ასევე შეიძლება შექმნას კარგი შესაძლებლობები სომხეთ-ირანული თანამშრომლობისთვის.

 „თუ სომხეთი წარმატებას მიაღწევს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებაში და გამოიყენებს ამ გარემოებას სომხეთ-ირანული ურთიერთობების გასაძლიერებლად, მაშინ ჩვენ დადებითად ვაფასებთ ამ ძალისხმევას“, – განაცხადა მეჰდი სობჰანიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button