
ირანის ისლამური რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა განიხილავს თავის მთავარ ვალდებულებას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე.
მან ასევე დაადასტურა თეირანის პოზიცია, რომ ირანი ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საზღვრების შეცვლას.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზღვრების შეცვლას, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ძალის გამოყენებას რეგიონული საკითხების გადასაჭრელად“, – ხაზგასმით აღნიშნა ირანის ელჩმა სომხეთში.
სობჰანის თქმით, ირანი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. „ცრუ ნარატივების, მუქარის, ეჭვებისა და ვიდეომასალების შექმნით არ შეიძლება ძირი გამოეთხაროს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ან დაითესოს ჩვენ შორის განხეთქილება და ეჭვი“, – ხაზგასმით აღნიშნა მეჰდი სობჰანიმ
.







