საერთაშორისო

მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის – “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” სიაშია

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ადრესატია.

ინიციატივის სახელია “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” და შეეხება “ამერიკელებს, მწვანე ბარათის მფლობელებს და დისიდენტებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები, ან მძევლები რეპრესიული რეჟიმების მიერ”.

“ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ინიციატივა პოლიიტკური პატიმრების თავისუფლების შესახებ გააგრძელებს სენატორი მაკკეინის მემკვიდრეობას, რომელიც შეეხება დაკავებული მძევლების თავისუფალ და უსაფრთხო დაბრუნებას”, – განაცხადა ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა.

მაკკეინის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დასაწყისისთვის, ინიციატივა ორიენტირებული იქნება ოთხი მიმართულებით მუშაობაზე.

  1. ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელელი ოპოზიციური ლიდერი, მაკკეინის გლობალური ლიდერი;
  2. ბელარუსი: მარია კალესნიკოვა, ბელარუსი ფლეიტისტი;
  3. ღაზა: ისრაელელი ამერიკელი მძევლები;
  4. საქართველო: მზია ამაღლობელი.

აქვეა აღნიშნული, რომ მაკკეინის ინსტიტუტი ამაყობს მისი მოქმედებით კიდევ ერთ ქართველის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების ხელშეწყობაში, რომელიც იმ დროს, მზია ამაღლობელის მსგავსად, იყო მედიამენეჯერი.

ინიციატივის პრეზენტაციას ესწრებოდნენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა მურზა და ვაშინგტონ პოსტის პრესის თავისუფლების ინიციატივის დირექტორი, ჯეისონ რეზაიანი.

მზია ამაღლობელი დაკავებიდან უკვე 26 დღეა რაც შიმშილობს.

ნახეთ მეტი
Back to top button