სომხეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები სომხეთში არ დაჯარიმდებიან – შინაგან საქმეთა სამინისტრო

სომხეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები სომხეთში არ დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ აცნობეს „რადიოლურს„ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აღნიშნეს, რომ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება მიღებული სომხეთის მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ამ ბოლო დღეებში სომხეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეებისაგან ბოლო შემოდიოდა სიგნალი, რომ სომხეთში ქართული მართვის მოწმობით ავტომობილის მართვისას მათ აჯარიმებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა „რადიოლურს“ განუმარტა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ სრ მოქალაქეების, მათ შორის ორმაგ მოქალაქეების, სომხეთის რესპუბლიკაში შემოსვლის მომენტიდან 1 თვემდე აღიარებული უნდა იქნას სხვა ქვეყანაში აღებული მართვის მოწმობა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი თვე საკმარისია ორმაგი მოქალაქისთვის, რომელიც მოკლევადიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ან სხვა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქემ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობით, ხოლო მოქალაქემ, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნდა მუდმივი საცხოვრებლად, მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს მართვის მოწმობის გამოცდის გარეშე გამოცვლისათვის.
რაც შეეხება ხანგრძლივ ვადის დაწესებას ან საერთოდ არ დაწესებას, ეს არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ჩვენი აზრით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს სომხეთში, უნდა ჰქონდეს სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, მათ შორის მართვის მოწმობა“, – განაცხადა სარგსიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ოპოზიციური ფრაქციის „სომხეთის“ დეპუტატი გარნიკ დანიელიანი საქართველოს მართვის მოწმობის მქონე სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაჯარიმების საკითხს წინა დღით შეეხო.
მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ ჯავახელი სომხები, რომლებსაც სომხეთში ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ ქართული პასპორტითა და მართვის მოწმობით მოგზაურობენ, მასობრივად ჯარიმდებიან. დეპუტატი წერდა, რომ ამ საკითხზე მას ბევრი ჯავახელი სომეხი დაუკავშირდა.







