ეკონომიკა

სომხეთმა რუსეთიდან ნახევარი მილიონი დოლარის ნაყინი შემოიტანა

რუსული ნაყინის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 2024 წელს, არსებული ღია მონაცემებით, 32,7 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ,,რია ნოვოსტის“ შეფასებით, დელიკატესის მთავარი მიმღები ისევ ყაზახეთია, რომელმაც ნაყინში 19,8 მილიონი დოლარი გადაიხადა.

პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ უზბეკეთი, რომელმაც რუსეთიდან 5,2 მილიონი დოლარის ნაყინი შემოიტანა და ჩინეთი, რომელმაც ნაყინში 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მათ მოსდევს აზერბაიჯანი ($1,6 მილიონი), ყირგიზეთი ($864 ათასი), საქართველო ($600 ათასი) და ისრაელი ($565 ათასი). ნაყინის მოყვარულთა ტოპ ათეულს აჯამებენ აშშ ($516,7 ათასი), სომხეთი ($476 ათასი) და სერბეთი ($249 ათასი) დოლარით.

ნახეთ მეტი
Back to top button