ეკონომიკამთავარი

სომხური ავიახაზები 21 თებერვლიდან იწყებს პირდაპირ ფრენებს ერევანი-დელის მიმართულებით

სომხური ავიახაზები 21 თებერვლიდან ერევნიდან დელიში პირდაპირ რეისებს განახორციელებს. სომხეთის რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტის ცნობით, ეს არის პირველი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სომხეთსა და ინდოეთს შორის.

ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს, კომფორტული Airbus 321-200 თვითმფრინავით, რომელიც განკუთვნილია 220 მგზავრზე.

ერევანი-დელი ფრენის ხანგრძლივობაა 4 საათი 40 წუთი, დაბრუნების ფრენა 5 საათი 10 წუთი.

ფრენების მიმდინარე განრიგი და ბილეთების დაჯავშნა ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე და ბილეთების ოფისებში.

ნახეთ მეტი
Back to top button