საერთაშორისო

აზერბაიჯანული მედია  კვლავ წერს  ქვეყანაში „რუსული აგენტების ქსელის“ შესახებ

პროსამთავრობო აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოცემა Qafqazinfo წერდა, რომ ბაქოში Rossotrudnichestvo-ს საქმიანობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ქსელი, რომელიც ემსახურებოდა მოსკოვის ინტერესებს ქვეყანაში.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ქსელში შედიან აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რამიზ მეჰდიევი, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ელდარ მახმუდოვი, ყოფილი მინისტრები აბულფას გარაევი, აზად რახიმოვი და ელმარ მამედიაროვი.

გამოცემის ცნობით, მათ მიიღეს მითითებები რუსული დაზვერვისგან, რომელიც აგენტური ქსელის მეშვეობით ცდილობდა გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე.

ეს ახალი ამბები სხვა აზერბაიჯანულენოვანმა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუკეთებიათ განცხადება და მასში წარმოდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button