საზოგადოება

სასტუმროების ტერიტორიებზე სალოცავების გახსნის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა –   სომხეთის ტურიზმის კომიტეტი

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის  სამინისტროს ტურიზმის კომიტეტი იტყობინება, თითქოსდა კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე შემოვიდა განცხადება სასტუმროების ტერიტორიებზე სხვა რელიგიის წარმომადგენელთათვის ცალკე სალოცავი ოთახის გახსნის შესახებ, რეალობას არ შეესაბამება.

ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა სომხეთის, როგორც ხელსაყრელი და მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის იმიჯის გაძლიერების აუცილებლობას სამიზნე ქვეყნებში, თქვა, რომ სასტუმრო სერვისების მიმწოდებელ პირებს,   რომლებსაც სურთ უზრუნველყონ ტურისტული ვიზიტების გაზრდა სპარსეთის ყურისა და  სხვა არაბული ქვეყნებიდან  ობიექტებში, შეუძლიათ ტურისტებს შესთავაზონ  ისეთი საკვები ან ისეთი მომსახურება, რაც შეესაბამება მათ ეროვნულ თავისებურებებს  ან რელიგიურ მოთხოვნებს.

ეს კანონმდებლობა არ ავალდებულებს სასტუმროს ბიზნესს თავიანთ დაწესებულებებში ჰქონდეთ სალოცავი ოთახები. ასევე გაცნობებთ, რომ სასტუმროს მომსახურების მიმწოდებელი პირების საქმიანობა არ არის ლიცენზირებული, შესაბამისად, ამ უკანასკნელთა ლიცენზიის ჩამორთმევა შეუძლებელია. „ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს მედია პარტნიორებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნებისგან, რომელსაც  შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და იწვევს ზედმეტ  დაძაბულობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button