პოლიტიკა

სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის კუთხით ამ დროისათვის რაიმე განვითარება არ არის  – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის კუთხით ამ დროისათვის რაიმე განვითარება არ შეინიშნება. 1Lurer.am-ის კითხვის პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.

სომხეთსა და თურქეთს შორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არანაირი განვითარება არ არის, მაგრამ თუ ეს მოხდება, შეგატყობინებთ“, – აღნიშნა ბადალიანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მარგარას საგუშაგო 1 მარტიდან გაიხსნება, საგუშაგოს კი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ძალები დაიცავენ.

ნახეთ მეტი
Back to top button