მთავარიპოლიტიკა

ევროკომისიამ აღნიშნა სომხეთთან დაახლოების შესახებ

ევროკავშირთან დაახლოების პროცესი სულ უფრო და უფრო მატულობს, მაგრამ სომხეთს წვრობისთვის ოფიციალური განაცხადი ჯერ არ წარუდგენია,  „Известия“-ს განუცხადეს ევროკომისიაში.

„სომხეთში მიმდინარე დისკუსიები აჩვენებს ევროკავშირის მიმზიდველობას და მის ღირებულებებს. ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა. ამის დემონსტრირებაა ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება და ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში 10 მილიონი ევროს მხარდაჭერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელში ასევე დაჰპირდნენ, რომ ევროინტეგრაციის კანონპროექტს სომეხ კოლეგებთან ერთად განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში, სომხეთი უკვე მიდის გაერთიანებასთან უფრო ღრმა პარტნიორობისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button