არ უნდა დავკარგოთ სომხეთი რუსული იმპერიალიზმის გამო. გერმანელი დეპუტატი

„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველო და სომხეთი რუსული იმპერიალიზმის გამო“, – წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში.
მან სომხეთის ნაბიჯს ევროკავშირისკენ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.
„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი არამარტო კეთილ სიტყვებს იპოვის, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა 12 თებერვლის სესიაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 7 იყო.
ამ კანონპროექტის ინიციატორი სამოქალაქო ინიციატივაა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა (კანონმდებლობით 50 ათასი ხელმოწერაა საჭირო). ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პროექტი ეროვნულ ასამბლეაში განსახილველად წარედგინათ.
პროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა.







