სომხეთის საგარეო ვალი 12 მილიარდი კი არა, არამედ 5,96 მილიარდი დოლარია. ეკონომიკის მინისტრი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა უარყო ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ვალი 12 მილიარდ დოლარს აღწევს. ამის შესახებ მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
„ამ ბოლო დროს მე ვიღებ თქვენგან უამრავ წერილს, კომენტარებს სოციალური მედიის გვერდებზე და ასევე შეშფოთებას იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ან როგორ მოხდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ვალმა 12 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ძვირფასო თანამემამულენო, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ვალი 12 მილიარდი დოლარი არ არის, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ვალი 5 მილიარდ 962 მილიონი დოლარია. „ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ 12 მილიარდ დოლარს, ან არაინფორმირებულნი არიან, ან მიზანმიმართულად მანიპულირებენ ამით, რათა მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები ცრუ ინფორმაციის მოწოდებით“, – აღნიშნა პაპოიანმა.







