რობერტ ქოჩარიანი მინსკის ჯგუფის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების აუცილებლობას ხედავს

სომხეთის მეორე პრეზიდენტი,ალიანს „სომხეთის“ ლიდერი რობერტ ქოჩარიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების აუცილებლობას ხედავს.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ასეთი მოსაზრება ქოჩარიანმა პრესკონფერენციაზე გამოთქვა.
„მინსკის ჯგუფი უნდა შენარჩუნდეს ნებისმიერ ფასად, რადგან თუ მინსკის ჯგუფი ახლა დაიშლება, ძალიან რთული იქნება მსგავსი ახალი საერთაშორისო ფორმატის შექმნა“.
მან აღნიშნა, რომ მინსკის ჯგუფი შეიქმნა, როგორც მოლაპარაკების ფორმატი და შეიძლება ასეც დარჩეს.
ქოჩარიანის თქმით, მისი დაშლა შესაძლებელია მხოლოდ სხვა სამუშაო მოლაპარაკების ფორმატის შექმნის შემდეგ.
მინსკის ჯგუფის დაშლის წინადადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წარმოადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში, საპასუხოდ კითხვაზე, როგორია სომხეთის პოზიცია ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის იდეასთან დაკავშირებით, უპასუხა: კონსტრუქციული.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს ესმის პოზიცია, რომ თუ კონფლიქტი არ არის, რა აზრი აქვს კონფლიქტის მოგვარების ფორმატის არსებობას? როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ აზერბაიჯანი საკითხს იმავე ლოგიკით მიუდგება და მისი განზრახვა არ არის აგრესიული პოლიტიკის განხორციელება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მიმართ, ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ დისკურსის განვითარებით.







