აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვები 1 მაისიდან აღდგება

საქართველოში ვიზიტისას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი შეხვდა ამ ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, იტყობინება აზერბაიჯანული მედია. აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში თანამშრომლობის საკითხები, ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პრიორიტეტები, ასევე მიმდინარე პროექტები. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის როლის გაზრდას და მხარეთა აქტიური მონაწილეობით განხორციელებულ ღონისძიებებს მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვების გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისს დაიწყება.







