
ექსტრატერიტორიული „დერეფნის“ ლოგიკით პროექტების წინსვლის მცდელობებს ფარული დღის წესრიგი და ტერიტორიული ამბიციები აქვს, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა ჟენევაში ევროპის ეკონომიკური კომისიის სახმელეთო ტრანსპორტის კომიტეტის 87-ე სესიაზე.
მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა რა თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების მხრივ ექსტრატერიტორიული დერეფნის შესახებ გაჟღერებულ ცნობებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის პრინციპული პოზიცია, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის, იურისდიქციის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებს.

არმენ სიმონიანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სრ მთავრობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, სადაც ისაუბრა აღნიშნული პროგრამის სარკინიგზო და საავტომობილო გზების კომპონენტებზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხეთი, როგორც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყანა, პრიორიტეტად მიიჩნევს რეგიონში ინკლუზიური კავშირის, ღია საზღვრებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ასევე აღინიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელებამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში ურთიერთქმედების ლოგიკა, გარდაქმნას ქვეყნების ეკონომიკა და გახადოს ისინი უფრო მდგრადი, ნათქვამია ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებაში.







