
“კამალა ჰარისს არაფერი გაუკეთებია მაშინ, როცა 120 000 სომეხი ქრისტიანი საშინელ დევნას და იძულებით გადაადგილებას განიცდიდა არცახში. ქრისტიანები მთელ მსოფლიოში არ იქნებიან უსაფრთხო, თუ კამალა ჰარისი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნება”. „როდესაც პრეზიდენტი გავხდები, მე დავიცავ დევნილ ქრისტიანებს, ვიმუშავებ ძალადობისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად და ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა გასული წლის ოქტომბერში, აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, საკუთარ Truth Social ანგარიშზე გააკეთა, იხსენებს Newsweek-ი.
ჟურნალი აღნიშნავს, რომ ტრამპის სხვა განცხადებებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ლოგიკასა და მორალს, მისი შეფასება იმის შესახებ, რაც სომეხ ხალხს ემართება, ცალსახად სწორია. „აზერბაიჯანი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცდილობს გაანადგუროს სომხეთი და მისი არსებობა სამხრეთ კავკასიაში. ის დაიწყო 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც მან წამოიწყო არალეგალური და არაპროვოცირებული ომი სომხეთის წინააღმდეგ სადავო ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის (არცახის) გამო და დაასრულა, როდესაც მან რეგიონიდან 120 000-ზე მეტი სომეხი განდევნა, რაც 1915 წლის გენოციდის შემდეგ სომხების ყველაზე დიდი დეპორტაცია იყო აზერბაიჯანის მიერ. ტერიტორიების დაკავების შემდეგ მოხდა სომხური ეკლესიების, მონასტრების, ხაჩქარების და სხვა ისტორიული ადგილების კულტურული განადგურების კამპანია, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში იყო შემონახული.
მიმომხილველი სტეფან პეჩდიმალი (საზოგადოებათან კავშირის სპეციალიისტი, პირველი თაობის სომეხი-ამერიკელი და სომეხთა გენოციდს გადარჩენილთა შთამომავალი) ხაზს უსვამს, რომ „აზერბაიჯანმა ასევე სცადა დამუქრება და მოლაპარაკების მოწყობა სომხეთს შორის არაგულწრფელი სამშვიდობო შეთანხმებებით, იმავდროულად შეთქმულებას აწარმოებდა მის მთავარ მოკავშირესთან, თურქეთთან, რათა სომხეთისგან წაერთვა სუვერენული მიწები, მათ შორის, ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა”.
ავტორის აზრით, ყველაზე შემაშფოთებელია ბაქოდან მომდინარე რიტორიკა. ბოლო გამოსვლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ცრუ განცხადებებს აკეთებდა, რომ სომხეთი მათი ისტორიული მიწაა და მას “დასავლეთ აზერბაიჯანი” უწოდა.
ეს მოჰყვება სიძულვილით სავსე რიტორიკის შემაშფოთებელ ნიმუშს, სადაც ნავთობის დიქტატორი ასეთი რევანშისტული არგუმენტებით ამტკიცებს, რომ სომხეთის დედაქალაქი ერევანი აზერბაიჯანს ეკუთვნის.
„ჩვენ ვნახეთ ეს სიძულვილი, რომელიც გამოიხატება სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობით, წამებითა და ტყვედ აყვანილი სომეხი ჯარისკაცების პირდაპირი სიკვდილით დასჯის გზით“, – აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ ამ წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა დაიწყო სომეხი პოლიტპატიმრების, მათ შორის ფილანტროპისა და ყოფილი მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო, ადამიანის უფლებების დარღვევის მიუხედავად.
ავტორი აღნიშნავს, რომ ყველა ეს დანაშაული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა მოხდა თეთრი სახლის ყოფილი ხელმძღვანელის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. პრეზიდენტისთვის, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები იქნება მისი საგარეო პოლიტიკის საფუძველი, ბაიდენის წარუმატებლობა აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაში მის დანაშაულებებზე და სისასტიკეებზე იქნება ლაქა მის მემკვიდრეობაზე, მისმა დუმილმა და გულგრილობამ მრავალი თვალსაზრისით მწვანე შუქი აუნთო, რომ იმოქმედოს დაუსჯელად. მედია ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამიტომ აქვს პრეზიდენტ ტრამპს უნიკალური შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ვერ შეძლო: დაა კისროს პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს.
სტატიის თანახმად, პირველ რიგში, ტრამპმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე პუნქტს, რომელიც კრძალავს აზერბაიჯანის მთავრობისთვის ნებისმიერ უცხოურ დახმარებას. მან შეიძლება გააგრძელოს აშშ-ის პოლიტიკა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ, რომელიც ოფიციალურად აღიარებს მე-20 საუკუნის პირველ გენოციდს, რასაც თურქეთი და აზერბაიჯანი დღემდე უარყოფენ. ტრამპს შეუძლია მოითხოვოს ყველა სომეხი პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება, მათ შორის აზერბაიჯანის ციხეებში მყოფი სამხედრო ტყვეების ჩათვლით. მას შეუძლია უფრო მეტი გამჭვირვალობა და პირადი ჩართულობა მოუტანოს სამშვიდობო პროცესს. აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს სომხური სიძველეებისა და წმინდა ადგილების რელიგიური დევნა და დაგმოს ისტორიული რევიზიონიზმის ყველა ფორმა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბაბი სომხეთის სუვერენიტეტზე მომავალი თავდასხმებისთვის. მან შეიძლება მოითხოვოს სომხეთიდან გაიყვანონ აზერბაიჯანის ძაკლები და სომხებს დაუბრუნოს არცახი. „პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ სურს იყოს მშვიდობისმყოფელი და დაასრულოს ყველა ომი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადით“. მას შეუძლია დაიწყოს იმით, რომ შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირება, რომ აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დაეკისროს და შეაჩეროს ძალადობა სომეხი ხალხის წინააღმდეგ. არ შეიძლება იყოს მშვიდობა პასუხისმგებლობის გარეშე”, – წერს მედიასაშუალება.







