ეკონომიკამთავარი

მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კოსმოსური სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი მხითარ ჰაირაპეტიანი აბუ დაბიში არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსური სააგენტოს გენერალურ დირექტორს სალემ ალ კუბაისს შეხვდა.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, შეხვედრაზე მხითარ ჰაირაპეტიანმა წარმოადგინა სომხეთის ხედვა კოსმოსური სექტორის განვითარების შესახებ და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. სალემ ალ კუბაისიმ, თავის მხრივ, წარმოადგინა არაბეთის გაერთიანებული საემიროების კოსმოსური სააგენტოს ფორმირებისა და განვითარების გამოცდილება, ხაზი გაუსვა მის მიღწევებს და განსახორციელებელ ძირითად პროექტებს.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები და მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებისა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობის მიზნით ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა შესაძლო თანამშრომლობის მნიშვნელობას სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაში, დარგობრივ სტარტაპებში, ასევე ,,არტემიდას“ შეთანხმების პრინციპების შესაბამისად თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენებისა და კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე გევორგ მანთაშიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კარენ გრიგორიანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური პოლიტიკის დირექტორი ფატმა ალშამსი და  სტრატეგიული თანამშრომლობის უფროსი სპეციალისტი ჰასან ალშეჰი.

ნახეთ მეტი
Back to top button