პოლიტიკა

„3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა  –  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“სამი პლუს სამი” ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში განაცხადა.

„თავიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ გვაქვს „სამი პლუს სამი“ ფორმატი და გვესმის საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებული ეჭვები და ნიუანსი“, – აღნიშნა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლების ადგილები ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრების დარბაზში, წერს Gazeta.ru.

“სამი პლუს სამი” ფორმატი არის საკონსულტაციო თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და მათ სამ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი და ირანი) შორის.

სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატის ინიციატივა 2020 წლის ბოლოს წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

იანვარში ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი პერსპექტიულად მიიჩნევს „სამი პლუს სამი“ საკონსულტაციო ფორმატის მუშაობას სომხეთის მონაწილეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button