
ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იმართება. პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სრ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, სრ ეკ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სარგის ხანდანიანი.
გამოსვლაში ნათქვამია:
„გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო.
მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ტობიას ვინკლერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შესახებ გამოხატული მისი ოპტიმიზმისთვის, თუმცა, საკმაოდ შემაშფოთებელია, რომ იმ დროს, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მშვიდობისა და მოგვარების საკითხში, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი ამ დისკუსიაში ახალ ელემენტებს ნერგავს, რაც შეესაბამება კონფლიქტის ნარატივებს.
მაგრამ დღეს მე არ ვუპასუხებ მსგავსი ნარატივებით და რიტორიკით, და არა იმიტომ, რომ არ მაქვს საპირისპირო ფაქტები, არამედ იმიტომ, რომ მე მჯერა მშვიდობის. სომხეთი მშვიდობის ერთგულია. სომხებმაც დიდი ტანჯვა გამოსცადეს აზერბაიჯანის გამო, რომელმაც დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. მაგრამ მე მაინც არ დავუბრუნდები მას, მშვიდობისა და მომავლის გულისთვის.
რეგიონული ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სომხეთმა წერილობითი წინადადება წარუდგინა აზერბაიჯანს და იგივე ეხება შეიარაღების კონტროლს. სომხეთმა წერილობითი წინადადება წარუდგინა აზერბაიჯანს შეიარაღების ურთიერთკონტროლის შესახებ, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კანონმდებლობას და სტანდარტებს. ჩვენ ველით პასუხს.
სამხრეთ კავკასიის ხალხები და მომავალი თაობები იმსახურებენ მშვიდობას და სტაბილობას. ამ საკითხში ჩვენ, პოლიტიკოსებს, პასუხისმგებლობა გვეკისრება და ჩემი წინადადებაა ვისაუბროთ მშვიდობაზე დ არა თუ ომზე.
გმადლობთ.







