
სრ პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი იტალიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს ლორენცო ფონტანას შეხვდა. ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა ავრცელებს. მადლიერება გამოხატა რა თბილი მიღებისთვის, ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ გასული წლის აპრილში, ესპანეთში, პალმაში, მის და ლორენცო ფონტანას მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი თანდათან შედის განხორციელების ფაზაში, რომლის ერთ-ერთი პრაქტიკული გამოვლინებაა მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი რომში.
მიესალმა რა სრ პარლამენტის თავმჯდომარეს იტალიაში, ლორენცო ფონტანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა განიხილონ როგორც ორ ქვეყანას და პარლამენტებს შორის პარტნიორული ურთიერთობები, ასევე სომხეთის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. უკანასკნელმა ალენ სიმონიანს წარუდგინა იტალიის სენატის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია, რომელიც, კერძოდ, ავალდებულებს იტალიის მთავრობას ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესისადმი მიმართულ დიპლომატიურ საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის დამყარებას. ალენ სიმონიანმა ლორენცო ფონტანას ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანში მყოფ სომეხ სამხედრო ტყვეების საკითხზე. შეხვედრის დასასრულს სრ ერ.კრების თავმჯდომარემ იტალიელი კოლეგა სომხეთში მოიწვია.







