შვედეთის ელჩთან სომხეთში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

18 თებერვალს, გაცნობითი ვიზიტით სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს ეწვია დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პატრიკ სვენსონის ხელმძღვანელობით.
„ვიზიტის დროს განიხილეს სომხური ატომური ელექტროსადგურისა და შვედური სექტორული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაცვლის პერსპექტივები, ასევე ენერგეტიკის სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები.
დსს „სომხეთის ატომური ელექტროსადგურის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და ატომური ელექტროსადგურის დირექტორმა მოვსეს ვარდანიანმა წარმოადგინა საგურის No2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის განმეორებით გაგრძელების მიმდინარე პროცესები.
მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთში ახალი ენერგობლოკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა მოწინავე შვედური ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას. მხარეებმა ყურადღება მიაქციეს მსგავს ორმხრივ ვიზიტებს და გამოთქვეს რწმენა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხურ ატომურ ელექტროსადგურსა და შვედურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.







