საერთაშორისო
ევროკავშირმა რვა რუსულ მედიასაშუალებას ევროპაში მაუწყებლობა აუკრძალა

ანტირუსული სანქციების მე-16 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა რვა რუსულ მედიასაშუალებას აკრძალა ევროპაში მაუწყებლობა. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, შეუჩეროს ევროკავშირის მაუწყებლობის ლიცენზიები რვა რუსულ მედიასაშუალებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საუბარია საინფორმაციო საიტზე Eurasia Daily, სააგენტო News Front-ზე, საიტ SouthFront-ზე, პორტალზე RuBaltic.ru, ონლაინ გამოცემა Lenta.ru-ზე, ტელეარხ Zvezda-ზე, Fondsk-სა და სტრატეგიული კულტურის ფონდზე.







